javascript

ზურაბ წერეთელი

ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველოში ვაზის მოვლისა და ღვინის დაწურვის პროცესი ათასწლეულების განმავლობაში იხვეწებოდა და ლამის საკრალური რიტუალის რანგში იყო აყვანილი. ქართველმა პოეტმა ვაზი ბიბლიას, ანბანსა და მრავალხმიან გალობას შეადარა.


მე ყოველთვის აღმაფრთოვანებდა, თუ რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შემოქმედებითია ქართველებისათვის მიწასთან ურთიერთობა, ღვინის წარმოება. ვაზის ჯიშების უნიკალური მრავალფეროვნებაც სწორედ ამ კულტურის ნაწილია.


ღვინის თანხლებით ქართველთა `პურობად სხდომა~, ანუ ნადიმი ჩვენი ცნობიერებისა და მენტალური წყობისათვის ნიშანდობლივ თვისებებს წარმოაჩენს; ღვინის სხვადასხვა სახეობა კი ააშკარავებს ქართული გემოვნების თვითმყოფადობასა და მრავალფეროვნებას.